• Geo
  • Eng
22.04.2015
დინამო vs ცხინვალი - ურთიერთშეხვედრები

24 აპრილს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის 25- ე ტურის შეხვედრაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საფეხბურთო კლუბ ცხინვალს დაუპირისპირდება. შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება.

ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და ცხინვალი ერთმანეთს 18– ჯერ დაუპირისპირდნენ 13 მოგება, 4 ფრე და  1 მარცხი. 44 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 11 გოლი – ასეთია დედაქალაქელთა მონაგარი.

ცხინვალთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ ერთადერთი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს ცხინვალი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს. ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა დინამომ ამ გუნდების ბოლო საჩემპიონატო დაპირისპირებაში. 24 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა 6:1 მოუგო ცხინვალს. გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი ლაშა პარუნაშვილმა, ირაკლი ძარიამ და მათე ცინცაძემ მიამატეს.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და ცხინვალს შორის 7 აპრილს, საქართელოს თასის ნახევარფინალში გაიმართა. დაპირისპირება დინამო არენაზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით- 2:0 დასრულდა. ცხინვალის კარში გოლები მათე ცინცაძემ და დავით ვოლკოვმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024