• Geo
  • Eng
22.04.2015
24 აპრილი დინამოს ისტორიაში

პარასკევს, 24 აპრილს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის 25- ე ტურის შეხვედრას გამართავს. თბილისელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ცხინვალი იქნება.

24 აპრილს დინამოს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 3 შეხვედრა ეროვნულ ასპარეზზე და 3 მატჩიც საბჭოთა პირველობაზე. თბილისელებმა 2- ჯერ იმარჯვეს, ხოლო 4 დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 5/2 დინამოს სასარგებლოდ.

1955 წელს დინამოელები კუიბიშევში ადგილობრივ კრილია სოვეტოვს უგოლოდ დაცილდნენ. 1971 წელს ჩვენი გუნდი მინსკში თანაკლუბელებს შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. გოლი გოჩა გავაშელმა გაიტანა. 1978 წელს მოსკოვში ადგილობრივი და ჩვენი დინამოს შეხვედრა ასევე ფრედ 1:1 დასრულდა. თავის გამოჩენა რამაზ შენგელიამ მოახერხა.

1997 წელს დედაქალაქელებმა გორის დილას ლევან ხომერიკის გოლით 1:0 აჯობეს. 2004 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივთან გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. 2010 წელს დინამომ ვიტ ჯორჯია დაამარცხა 2 უპასუხო ბურთით. ჯორჯ აკირემმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024