• Geo
  • Eng
26.07.2015
დუბლებმა სპარინგში ლოკომოტივი დაამარცხეს

საგურამოს საწვრთნელი ბაზის მოედანზე სპარინგ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის ლოკომოტივის დუბლშემადგენლობა და დინამო თბილისის სარეზევო გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი თამაზ სამხარაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა და 4:1 გამარჯვებით დასრულდა. სპარინგში ანგარიში კვერნაძემ გახსნა, მეორე გოლი კი მასპინძლებს მიქელთაძემ გაუტანა. პირველი ტაიმის ბოლოს მიქელთაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი ლოკომოტივის მეკარემ მოიგერია. მატჩის მეორე ნახევარში გაბრიჩიძემ ორჯერ აიღო ლოკომოტივის კარი, თამაშის მიწურულს კი მასპინძლებმა მოახერხეს (ურუშაძემ) ერთი გოლის გატანა და საბოლოოდ სპარინგი 4:1 დასრულდა დინამოელთა სასარგებლოდ.

თამაზ სამხარაძის გუნდი 29 ივლისს დორტმუნდისკენ აიღებს გეზს, სადაც რურის თასზე იასპარეზებს.

ლოკომოტივის დუბლები 1:4 დინამოს დუბლები

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ვეკუა, ნ. ბაშალეიშვილი, ზარია, კვერნაძე, კობახიძე, მიქელთაძე

გუგეშაშვილი, ხატიაშვილი, ყურშავიშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ნემსაძე, გაბრიჩიძე, ბუღრიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024