• Geo
  • Eng
24.05.2015
ნიკა ჭანტურია რეაბილიტაციას ტატიშვილის კლინიკაში განაგრძობს

ნიკა ჭანტურია მძიმე ტრავმის შემდეგ განაგრძობს რეაბილიტაციის პროცესს. აღსანიშნავია, რომ ნიკამ ყავარჯნები უკვე მიატოვა და აქტიურ სამკურნალო ვარჯიშებს შეუდგა. შეიძლება ითქვას- რეაბილიტაცია გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ჩვენი გუნდის კაპიტანი რეაბილიტაციას დინამო თბილისის პარტნიორ- დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში გადის. კლინიკაში ყველანაირი პირობაა შექმნილი და მოწყობილი, რათა სპორტსმენმა ტრავმის შემდეგ მაღალ დონეზე გაიაროს აღდგენითი პროცესი. დინამო TV გთავაზობთ სიუჟეტს ტატიშვილის კლინიკიდან.

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024