• Geo
  • Eng
27.07.2015
გამარჯვება მორიგ სპარინგში

დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გია გეგუჩაძის გუნდმა ახალი სეზონის დაწყებამდე მორიგი სპარინგ მატჩი გამართა. თბილისელების მეტოქე საფეხბურთო კლუბი ცხინვალი გახლდათ. საინტერესო სპარინგი მატჩის 25- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის მიერ გატანილი გოლით 1:0 დასრულდა. ახალგაზრდა შემტევმა ალექსანდრე იაშვილის პასი დააგვირგვინა შედეგიანად. ორიოდე წუთით ადრე კი თავად დინამოს კაპიტანს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა მისი მოჭრილი დარტყმული ცხინვალის კარის ხარიხამ მოიგერია. შეხვედრის დებიუტში დავით ვოლკოვი გავიდა ერთი ერთზე მეკარესთან, მაგრამ მეტოქის კიპერს ვერ აჯობა. მეორე ტაიმში გიორგი ქვილითაია თამაშობდა ტექნიკურად და ბურთს, თავზე უგდებდა მეკარეს. ომარ მიგინეიშვილმა ბოლო მომენტში მოახერხა და შეწვდა ბურთს, რომელიც ზემოდან გადაევლო კარს. კუთხურის შემდეგ ზაზა ჭელიძის თავით დარტყმული კი ხარიხამ უკუაგდო. საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

დინამო 1:0 ცხინვალი

გოლი: კიტეიშვილი 25’

დინამო: ბეგაშვილი, ტვილდიანი (კაკაბაძე 46), გველესიანი (ჭელიძე 46), რენე, გურული (თევზაძე 46), პარუნაშვილი (ცინცაძე 46), ჯანელიძე, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 46), იაშვილი (ლობჟანიძე 46), ვოლკოვი (ქვილითაია 46)

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, კაჭკაჭიშვილი, ბაჩიაშვილი, ლობჯანიძე, მახარობლიძე, ქარდავა, ლექვთაძე, ცაცკრიალაშვილი, კაჭარავა

შეცვლაზე შევიდნენ: მიგინეიშვილი, ჯიშკარიანი, ჭაფოძე, ქოჩლაძე, ღვაბერიძე, ბურძენაძე, გიგაური, ბოლქვაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024