• Geo
  • Eng
25.04.2015
დუბლებმა ცხინვალთან ფრედ ითამაშეს

დუბლების ჩემპიონატის 25- ე ტურში დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობა ავაზას მოედანზე ცხინვალის დუბლებს დაუპირისპირდა. საინტერესო შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში თამაზ სამხარაძის შეგირდებმა მოახერხეს სიტუაციის შეცვლა. დინამო დაეუფლა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ მიუხედავად არაერთი საგოლე მომენტისა ორის მეტჯერ ვერ შეძლეს სტუმრებმა ცხინვალის კარის აღება. კობახიძის აქტიურობას მე- 60 წუთზე ცხინვალელთა ავტოგოლი მოჰყვა. ბოლო წუთებზეც კობახიძეზე უხეშობისთვის პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა თავად დაზარალებულმა შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:2 დააფიქსირა.

 

ცხინვალი დუბლები  2:2  დინამო დუბლები

 

დინამო დუბლები: ისიანი, ჯაფიაშვილი, გადრანი, კაპანაძე, ნემსაძე, ნ. ბაშალეიშვილი, კობოური, ზარია, კობახიძე, მიქელთაძე, ვოლკოვი

შეცვლაზე შევიდნენ: კირკიტაძე, მზევაშვილი, ბუღრიძე, ჩაკვეტაძე, ვეკუა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024