• Geo
  • Eng
24.04.2015
კახა გოგიჩაიშვილმა მატჩი შეაფასა

თბილისში დასრულებული 25- ე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ცხინვალმა დინამო 4:1 დაამარცხა, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- კახა გოგიჩაიშვილმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი: მატჩი კარგად დავიწყეთ, ანგარიშიც წავიყვანეთ და არაერთი მომენტიც შევქმენით. მეორე ტაიმში კონტრშეტევაზე ბურთი მივიღეთ. ბევრი ვეცადეთ გამოგვესწორებინა სიტუაცია, მაგრამ სამწუხაროდ მეორე ნახევარში გუნდმა ვერ ითამაშა სათანადოდ. დაცვით ფაზაში კი რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024