დასრულებულ 2014-2015 წლების საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის ბომბარდირი, 19 წლის მარჯვენა გარემარბი- გიორგი პაპუნაშვილი გახდა. გიორგიმ ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო თასზე ჩატარებულ 5 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა მის აქტივში. გიორგის ტრავმის გამო მეორე ეტაპის განახლებიდან აპრილამდე არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ფინალში გიორგი პაპუნაშვილმა და დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა მანუელ ონვუმ სამტრედიას ორ-ორი გოლი გაუტანეს და საქართველოს თასის ფინალებში 23 წლის შემდეგ დუბლი გაიმეორეს. 1992 წელს რევაზ არველაძის მიერ შესრულებული დუბლი 2015 წლის 26 მაისამდე მოუხსნელ რეკორდად რჩებოდა. დინამო TV გიორგი პაპუნაშვილის გოლების კოლაჟს გთავაზობთ.