• Geo
  • Eng
09.01.2014
გიორგი ჯანელიძე - მიხარია, რომ დინამოს ფეხბურთელი გავხდი

დინამო თბილისის ღირსებას 1989 წლის 25 სექტემბერს დაბადებული შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჯანელიძე დაიცავს. 24 წლის ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა ვაკის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლაში დაიწყო, საიდანაც ნორჩ დინამოელში გადავიდა. ნორჩ დინამოელში გატარებული პერიოდის შემდეგ, გიორგი ჯანელიძემ კარიერა ვიტ ჯორჯიაში განაგრძო, მან კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და ბოლო ორი წლის განმავლობაში კაპიტნის სამკლავურს ატარებდა. გიორგი საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და  ქართული სპორტული გამოცემების სიმბოლური გუნდების მუდმივი წევრი.  გიორგი ჯანელიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. დღეს დინამო TV კლუბის ახალწვეულს გაესაუბრა.

 

გიორგი ჯანელიძე - როდესაც მითხრეს, რომ ჩემით დინამო თბილისი იყო დაინტერესებული, ძალიან გამიხარდა და მიხარია, რომ დინამოს ფეხბურთელი გავხდი. რაც შეეხება მიზნებს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს წარმატება მოვუტანო. მწვრთნელთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მანამდეც ვიცნობდი და ვიცი, რომ მისი სურვილიც იყო ჩემი დინამოში გადმოსვლა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მისი იმედები გავამართლო. ბაზას რაც შეეხება ყველაფერია, საქართველოში საუკეთესო პირობებია. ამაზე უკეთესი არსად არის, ყველაფერია იმისთვის, რომ მარტო ფეხბურთზე იფიქრო, მოუმატო თამაშს და გუნდს სიკეთე მოუტანო.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024