დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის მე-13 ტურის მატჩი გამართა და სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
დინამოს აკადემიის მოედანზე დედაქალაქური დერბი შედგა, ვალერი გაგუას გუნდმა ლოკომოტივს უმასპინძლა. დინამოელები შეხვედრის მე-80 წუთამდე 0-2 მარცხდებოდნენ, თუმცა გუნდმა მოახერხა ძალების პოვნა და დარჩენილ დროში გამარჯვების მოპოვება. გოლები ნიკა ჯიქიამ, თენგო გობეშიამ და ლუკა ბუბუტეიშვილმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით დინამოელებმა 35 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარეს.
საფახულო პაუზამდე დედაქალაქელები კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ. 18 ივნისს დინამოს ტორპედო უმასპინძლებს.
U19 დინამო 3-2 ლოკომოტივი
დინამო: საური, გრიგალავა, გობეშია, დათუაშვილი, კვერენჩხილაძე, ცეცხლაძე ნ, ბერელიძე, ცეცხლაძე გ, ბუბუტეიშვილი, შეროზია, ნაჭყებია
სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, სადღობელაშვილი, ხარჩილავა, ჯიქია, მაშავა