• Geo
  • Eng
07.04.2023
მეორე გუნდის ფრე და 19 წლამდელების გამარჯვება

ეროვნული ლიგა 2-ში მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოელებმა აკადემიის მოედანზე თბილისის მერანს უმასპინძლეს და ფრედ 2-2 დაცილდნენ მეტოქეს.

 

შეხვედრა დაძაბულად, საინტერესოდ და ურთიერთშეტევებში წარიმართა. პირველი ტაიმის შუაში არბიტრმა სტუმართა ფეხბურთელი გიორგი უბილავა ორჯერ გააფრთხილა და მერანმა მატჩი 10 კაცით გააგრძელა. მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძელმა გიორგი მაისურაძემ მიიღო მეორე ყვითელი და დინამოც 10 კაცით დარჩა. მატჩის 50-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ლაშა ოდიშარიას ჩაწოდებულს თორნიკე მორჩილაძე გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა 1-0. რატი კაკიაშვილმა შვიდოდე წუთში წონასწორობა აღადგინა, რასაც დინამოს მასირებული შეტევები მოჰყვა. 10 წუთში ფირუზ გაბიტაშვილის ჩაწოდება და შეცვლაზე შესულმა ჯადული იობაშვილმა კიდევ ერთხელ დააწინაურა დინამო. მატჩის 77-ე წუთზე მერანის კონტრშეტევა იაგო დეისაძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა და საფინალო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.

 

მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 13 აპრილს ბოლნისში, ადგილობრივ სიონტან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

მეხუთე ტურის მატჩი ჩაატარა დინამოს 19 წლამდე გუნდმა. ვალერი გაგუას კრებული გაგრას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. გოლი ნიკა ცეცხლაძის აქტიურობას მოჰყვა, ბურთი მასპინძლებმა კარში ჩაჭრეს და დინამომ მორიგი 3 ქულა მიითვალა. დედაქალაქელები 19 წლამდე ლიგას ლიდერობენ და ერთი გამოტოვებული მატჩი აქვთ, რომელსაც 13 აპრილს საბურთალოსთან გამართავენ.

 

U19 გაგრა 0-1 დინამო

 

U19 დინამო: იობაშვილი, გრიგალავა, ხარჩილავა, ახალკაცი, კვერენჩხილაძე, ფრიდინიშვილი, გრიგალავა, გ. ცეცხლაძე, თოდუა, შეროზია, ნ. ცეცხლაძე

 

სათადარიგო სკამი: ღაღვაშვილი, სადღობელაშვილი, გობეშია, ჩიქოვანი, ბურდიაშვილი, ბერელიძე, მაშავა, ოდიკაძე


 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024