საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ოთხ დღეში ევრო 2017- ის პირველ შესარჩევ მატჩს ჩაატარებს. ახალგაზრდა ჯვაროსნებს შესარჩევ მე- 6 ჯგუფში მეტოქეობას ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთის და სან მარინოს ახალგაზრდული ნაკრებები გაუწევენ. 3 ივნისს ალექსანდრე ჩივაძის გუნდის მეტოქე სან მარინოს ნაკრები იქნება. ამ შეხვედრისთვის დინამო თბილისიდან ოთხი ფეხბურთელია გამოძახებული. ოთარ კაკაბაძე, მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე და გიორგი პაპუნაშვილი ახალგაზრდა ჯვაროსნებთან ერთად მოემზადებიან შესარჩევი მატჩისთვის.