თბილისში 19 წლამდე ფეხბურთელთა A ჯგუფის ელიტრაუნდის მატჩები იმართება. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები, ჯგუფისა და მთლიანად ტურნირის ფავორიტ- ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. გიორგი დევდარიანის კრებულმა 1:4 დათმო ტიტულოვან მეტოქესთან. ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველმა- ოთარ კიტეიშვილმა 90 წუთი იასპარეზა ჯვაროსანთა შემადგენლობაში.