თბილისში 19 წლამდე ფეხბურთელთა A ჯგუფის ელიტრაუნდის შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა. გიორგი დევდარიანის კრებული 2:1 იგებდა მეორე ტაიმის დებიუტში, თუმცა დასანანი გოლები გაუშვა და საბოლოოდ 2:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველმა- ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ, 90 წუთი იასპარეზა ჯვაროსანთა შემადგენლობაში.