• Geo
  • Eng
03.05.2015
დუბლებმა ტორპედო დიდი ანგარიშით დაამარცხეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის 26- ე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობამ ტორპედო ქუთაისის დუბლებს უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებში მოპოვებული სათამაშო უპირატესობა საბოლოო შედეგში და მეტოქის კარში გატანილ გოლებში ასახეს. თამაზ სამხარაძის გუნდმა სტუმართა კარში ექვსი უპასუხო ბურთი გაიტანა. შეხვედრაში კობახიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლიც ტორპედოს კარში ვოლკოვმა, კირკიტაძემ და მიქელთაძემ (პენალტით) გაიტანეს.

დინამო დუბლები 6:0 ტორპედო დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, კირკიტაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე, მ. ბაშალეიშვილი (გადრანი 77), ვეკუა (ზარია 55), კობახიძე (ბუღრიძე 65), ჩაკვეტაძე (კობოური 55), ვოლკოვი (გაბრიჩიძე 70), მიქელთაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024