• Geo
  • Eng
02.05.2015
კახა გოგიჩაიშვილმა მატჩი შეაფასა

დასრულებული დერბის შემდეგ, რომელშიც დინამომ ტორპედოს ორის წილ სამი გოლი გაუტანა,  ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- კახა გოგიჩაიშვილმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი: ეს დერბი, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულად წარიმართებოდა და დღეს კარგი თამასა ნახა მაყურებელმა. გოლებიც, დაძაბულობაც, ბრძოლაც- ყველაფერი იხილა გულშემატკივარმა. ჩვენ თამაშის დებიუტში გოლი მივიღეთ სტანდარტული მდგომარეობიდან. შემდეგ უპირატესობა მოვიპოვეთ, გოლიც შევაგდეთ. მეორე ტაიმში დავწინაურდით. შემდეგ ცოტა მოვეშვით და დასანანი გოლიც მივიღეთ. საბოლოოდ ბიჭებმა მოინდომეს და დამსახურებულად ვაჯობეთ მეტოქეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024