• Geo
  • Eng
14.08.2015
გია გეგუჩაძემ მატჩი შეაფასა

დინამო არენაზე დასრულებული პირველი ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა თერჯოლის საპოვნელას 4:0 მოუგეს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა.

გია გეგუჩაძე: კარგია, რომ მოვიპოვეთ სამი ქულა, შევასრულეთ დასახული ამოცანა და ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყეთ. ცუდი იყო, რომ სამი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. ორი ტრავმის და ერთიც ფეხბურთელის გაძევების გამო. შემდგომში ასპარეზობის დროს მეტი გონიერება გვმართებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024