• Geo
  • Eng
21.08.2015
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულებული თბილისური დერბის შემდეგ, რომელშიც დინამოელებმა ლოკომოტივს 4:1 აჯობეს, გაიმართა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და ვასილ მაისურაძე წარდგნენ.

გია გეგუჩაძე: შევეცდებით მოკლედ ვთქვა. დასაწყისია ჩემპიონატის და შეიძლება თამაშის ხარისხი ჯერ ვერ არის სასურველი. ერთი კარგია, რომ მოვიგეთ და ორ ტურში 6 ქულა ავიღეთ, თუმცა ბევრი ხარვეზი გვაქვს და მომავალ შეხვედრებში ეს გამოსასწორებელია. ლოკომოტივი პერსპექტიული გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ.

ვასილ მაისურაძე: მძიმე მატჩი გამოვიდა ჩვენთვის, მითუმეტეს როცა ათნი დავრჩით. ფარ-ხმალი არ დაგვიყრია, თუმცა წავაგეთ ძლიერ მეტოქესთან. ჩვენს ასპარეზობაში მომავალი აქვს და ამაზე ავაგებთ თამაშს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024