ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. საქართველოს თასის ფინალის შემდეგ გია გეგუჩაძემ გუნდი დღეს პირველად შეკრიბა, თუმცა არასრული შემადგენლობით. ოთარ კიტეიშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე და ოთარ კაკაბაძე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გახლდნენ მიწვეული. ლეგიონერები კი ოდნავ მოგვიანებით შეუერთდებიან გუნდს. ახალწვეულებმა- გიორგი ბეგაშვილმა, გიორგი გურულმა და არჩილ ტვილდიანმა პირველად ივარჯიშეს ახალ კლუბში.