• Geo
  • Eng
22.08.2015
ლოკომოტივს დუბლებმაც აჯობეს

დღეს საგურამოს ბაზაზე დუბლების ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა. ლოკომოტივის სარეზერვო შემადგენლობამ დინამოს დუბლები მიიღო. საინტერესო და დაძაბული მატჩი თამაზ სამხარაძის გუნდის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი 25 წუთის შემდეგ უკვე 3:0 იგებდნენ. ლილუაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც მიქელთაძემ შეაგდო. დარჩენილ დროში ლოკომოტივმა გამოასწორა თამაში და ორი გოლიც გაუტანა სტუმრებს. მეორე ტაიმი დაძაბულად გაგრძელდა და გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. არაბულმა 4:2 გახადა, მასპინძლებმა ერთხელაც უპასუხეს და შეხვედრა დინამოს გამარჯვებით 4:3 დამთავრდა. შემდეგ მატჩს დინამოს დუბლები 30 აგვისტოს დინამოს ბაზაზე საბურთალოს სარეზერვო გუნდთან გამართავენ.

ლოკომოტივი დუბლები 3:4 დინამო დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, კირკიტაძე, გიორგაძე, რეხვიაშვილი, გურული, ნ. ბაშალეიშვილი, კობოური, ზარია, არაბული, მიქელთაძე, ლილუაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ლოჩოშვილი, ნემსაძე, ფოცხუა, ბუღრიძე, გაბრიჩიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024