• Geo
  • Eng
11.05.2015
დინამო vs ზუგდიდი - ურთიერთშეხვედრები

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28- ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 13 მაისს დინამო არენაზე, საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 41- ჯერ გაიმართა, საიდანაც 30 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ ფეხბურთელებს დარჩათ, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 106/28 არის.

სხადასხვა დროს თბილისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდური ოდიშის, დინამოს, მგლებისა და ბაიას წინააღმდეგ იასპარეზეს. ამჯერად კი მტკვრისპირელები საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს დაუპირისპირდებიან. დიდი ანგარიშით დინამომ 15–ჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია 1992 წელს მოპოვებული გამარჯვება, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7:2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ ერთნაირი ანგარიშით 5:0 დაამარცხა – 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5:1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6:1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც ზუგდიდში 2014 წლის 22 ნოემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. ზუგდიდელთა კარში გოლები ჩისკო მუნიოსმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024