საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მოსამზადებელ ეტაპს ავსტრიაში გადის, ჩვენი გუნდის ნახევარმცველი- მათე ცინცაძე შეუერთდა. კახა ცხადაძეს შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ლაშა თოთაძე და გიორგი პაპუნაშვილი ჰყავს გამოძახებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს 9 ივნისს ავსტრისს ქალაქ ლინცში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 13 ივნისს კი ჯვაროსნები ევროპის 2016 წლის შესარჩევ შეხვედრაში პოლონეთის ნაკრებს ვარშავაში შეხვდებიან.