• Geo
  • Eng
13.05.2015
კახა გოგიჩაიშვილმა მატჩი შეაფასა

დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ ზუგდიდს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა,  ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- კახა გოგიჩაიშვილმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი: პირველ რიგში დინამოს ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ თარიღს. დღეს ბიჭების მოტივაციაში 13 მაისმაც შეიტანა წვლილი. გადავწყვიტეთ როტაცია ჩაგვეტარებინა შემადგენლობაში და ვისაც ნაკლებად უწევს ასპარეზობა მათთვის მეტი დრო დაგვეთმო. პრინციპში ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს და შედეგიანად იასპარეზეს. მომავალ შეხვედრებში შევეცდებით მეორე ადგილის შენარჩუნებას და მოვემზადებით თასის ფინალისთვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024