• Geo
  • Eng
15.05.2015
17 მაისი დინამოს ისტორიაში

17 მაისს საქართველოს 26- ე ჩემპიონატის 29- ე ტურში დინამო თბილისი, ლანჩხუთში ადგილობრივ გურიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.

17 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 10 მატჩი აქვს გამართული. 6 მოგება, ერთი ფრე და 3 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 18/8 თბილისელთა სასარგებლოდ.

1946 წელს დინამომ მოსკოვის კრილია სოვეტოვი 2:1 დაამარცხა. გოლები ანთაძემ და პანიუკოვმა გაიტანეს. ათი წლის შემდეგ თბილისელებმა სტალინოს შახტიორს აჯობეს 2:0. ზაზროევმა და ხასაიამ გამოიჩინეს თავი. 1964 წელს დონეცკის შახტიორთან დამარცხდა ჩვენი გუნდი 1:2. გოლი აფშევმა გაიტანა.

1992 წელს დინამომ ოზურგეთის მერცხალს მოუგო 2:0. ინალიშვილმა და რეზო არველაძემ გაიტანეს გოლები. 1996 წელს თბილისელებს ლანჩხუთის გურიასთან ტექნიკური მოგება 3:0 ჩაეთვალათ. 2000 წელს სამტრედიის იბერიასთან მატჩი უგოლოდ დასრულდა. 2003 წელს თბილისელებმა 5:1 იმარჯვეს ფოთის კოლხეთთან. ახალაიამ დუბლი შეასრულა. თითო გოლი კი ალექსიძის, კვირკველიას და სამხარაძის ანგარიშზეა. მომდევნო წელს ვიტ ჯორჯიამ დაამარცხა დინამო ანგარიშით 3:1. გოლი ახალაიამ გაიტანა. 2009 წელს ზუგდიდის მგლებთან დამარცხდა თბილისური გუნდი მინიმალური ანგარიშით 0:1. 2014 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგი მიიღო და ჩისკოს დუბლით 2:0 აჯობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024