• Geo
  • Eng
14.05.2015
დუბლებმა ზუგდიდს 6:1 მოუგეს

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დღეს დუბლების ჩემპიონატის 28- ე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ ზუგდიდის დუბლები მიიღო და 6:1 აჯობა მეტოქეს. შეხვედრა მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით და წვიმის თანხლებით წარიმართა. დინამოელებმა პირველ ტაიმში ორჯერ აიღეს ზუგდიდელთა კარები. გოლები ზარიამ და ჩაკვეტაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მათვე, მიქელთაძეს და პირველივე წუთებში ნიკა ბაშალეიშვილს მართებდათ კიდევ გოლების გატანა. შეხვედრის მეორე ნახევარში თამაზ სამხარაძის შეგირდებმა უმატეს სათამაშო რიტმს და კიდევ ოთხჯერ აიღეს ზუგდიდელთა კარი. კვერნაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაშალეიშვილის და კობოურის ანგარიშზეა. შემდეგ მატჩს დინამოს დუბლები 18 მაისს ლანჩხუთში, გურიას სარეზერვო შემადგენლობასთან გამართავენ.

დინამო დუბლები 6:1 ზუგდიდი დუბლები

გოლები: ზარია 18’  ჩაკვეტაძე 33’  ნ. ბაშალეიშვილი 55’  კვერნაძე 68’ 88’ კობოური 73’

დინამო დუბლები: ისიანი, ლოჩოშვილი, გადრანი, ნემსაძე (ჩაჩუა 73), კირკიტაძე, ნ. ბაშალეიშვილი (მ. ბაშალეიშვილი 56), ვეკუა (კობოური 56), კობახიძე, ზარია (ბუღრიძე 73), ჩაკვეტაძე (კვერნაძე 56), მიქელთაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024