• Geo
  • Eng
13.05.2015
დინამო 7:0 ზუგდიდი - მატჩის მიმოხილვა

საქართველოს პირველობის 28- ე ტურში დინამომ ზუგდიდს უმასპინძლა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. დინამოელებმა 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს სტუმრებს. გიორგი ჩირგაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, ვახო ჭანტურიშვილმა დუბლი. თითო გოლიც გიორგი პაპუნაშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს. თბილისელებმა ამ მოგებით 54 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. დინამო TVდღევანდელი შეხვედრის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024