წელს სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასი განახლებული ფორმატით ჩატარდება.
პირველად - საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ტორპედო ქუთაისი და ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონის პრიზიორები - დინამო ბათუმი და დილა გორი.
30 ივნისს დინამო თბილისი გორის დილას დინამო არენაზე უმასპინძლებს. გამარჯვებული გუნდი ფინალში ტორპედო ქუთაისი/დინამო ბათუმის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. წყვილებში დამარცხებულები კი ბრინჯაოს მედლებს გაითამაშებენ. ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს შედგება.