თურქულ შეკრებაზე ჩვენს გუნდს 33 წლის უკრაინელი გამოცდილი ცენტრალური მცველი- ბოგდან შერშუნი შეუერთდა, რომელმაც გუნდთან ერთად დღეს დილით პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. იგი დნეპროპეტროვსკის დნიპროს აღზრდილია. შერშუნი რუსეთის ცსკა-ს შემადგენლობაში უეფას თასის მფლობელი და რუსეთის ორგზის ჩემპიონია. გამოდიოდა ასევე უკრაინულ გუნდებში დნიპროში, კიევის არსენალში, კრივბასში. რამდენიმე შეხვედრა უკრაინის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. მისი ბოლო გუნდი კი ლუცკის ვოლინი გახლდათ.