დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელის, გამორჩეული შემტევის – რევაზ ჩელებაძის იუბილეა. რევაზ ჩელებაძე 1955 წელს ქობულეთში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1976–1982 და 1986–1987 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 231 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 87 გოლი. არის სსრკ-ს 1978 წლის პირველობის ჩემპიონი. 1977 წლის ვერცხლისმედალოსანი და ორგზის პრიზიორი 1976 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში 1977 წელს დასახელდა მეორე ნომრად. სსრკ-ს ნაკრებში ჩატარებულ 9 შეხვედრაში გაიტანა 3 გოლი.
დინამოელები ვულოცავთ რევაზ ჩელებაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.