ხვალ წითელ ბაღში საქველმოქმედო აქცია-ბაზრობა ვარდისფერი ყულაბა გაიმართება. 15:00 საათიდან სპორტული ინვენტარისა და ამუნიციის აუქციონი ჩატარდება, ხოლო შემოსული თანხა ცხრა თვის მარიამის მკურნალობას მოხმარდება. დინამო თბილისი შეუერთდა აქციას და ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი სათამაშო ფორმა გადასცა აქციის ორგანიზატორებს.