• Geo
  • Eng
30.08.2015
დუბლები მაქსიმალური შედეგით

ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე დღეს დუბლების ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს დუბლებმა საბურთალოს სარეზერვო შემადგენლობა მიიღო და  შეხვედრაში 1:0 აჯობა მეტოქეს. დაპირისპირების პირველი ნახევარი თამაზ სამხარაძის გუნდის ინიციატივით წარიმართა და მატჩის ერთადერთი გოლიც 30- ე წუთზე ლილუაშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში სტუმრებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა ამ მხრივ მასპინძლებს უფრო არ გაუმართლათ. დინამოელებმა ორივე ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ მასპინძლებმა იმარჯვეს და პირველი გუნდის დარად 3 თამაშიდან 9 ქულა დააგროვეს. შემდეგ შეხვედრას დინამოელები 12 სექტემბერს მარტვილში, მერანის დუბლებთან ჩაატარებენ.

დინამო დუბლები 1:0 საბურთალო დუბლები

გოლი: 1:0 ლილუაშვილი 30’

დინამო დუბლები: კულუა (ისიანი 46), კაპანაძე (ჩაჩუა 57), გიორგაძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ნ. ბაშალეიშვილი, ფოჩხუა, ზარია (მ. ბაშალეიშვილი 85), მიქელთაძე (ყურაშვილი 66), ვოლკოვი, ლილუაშვილი (გაბრიჩიძე 80)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024