• Geo
  • Eng
19.06.2015
ოთარ კიტეიშვილი - დინამოს წევრობა პასუხისმგებლობას მიორმაგებს

დინამოელები სლოვენიურ შეკრებაზე მეორე სპარინგ შეხვედრას ადგილობრივ დომჟალესთან გამართავენ. გუნდი ჩვეულ რეჟიმში და დღეში ორჯერადი ვარჯიშებით აგრძელებს მზადებას. დღეს ჩვენი რესპოდენტი დინამოს ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი- ოთარ კიტეიშვილი იქნება.

ოთარ კიტეიშვილი: უკვე კვირაზე მეტი გავიდა რაც შეკრებაზე ვართ. მშვენიერი მოსამზადებელი პირობების გარდა, გარემოც ძალიან კარგია. მიმდინარეობს ტაქტიკური ვარჯიშები და  თეორიული მეცადინეობები. ვმუშაობთ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე. ხშირად ტარდება სააზროვნო ვარჯიშები. მწვრთნელი ახალ იდეებს და მონახაზს გვაწვდის, ჩვენს მხრივ კი ბიჭები ვცდილობთ ყველაფერს მარტივად და მალე აუღოთ ალღო. უკვე ჩავატარეთ ერთი მატჩი ამ შეკრებაზე. მეტოქე არ იყო ჩვენზე ძლიერი, თუმცა დავმარცხდით. ეს მოსამზადებელი ეტაპია, ახალწვეულები გვყავს გუნდში და შეთამაშებაც მნიშვნელოვანია. გვქონდა არაერთი საგოლე სიტუაცია, თუმცა ვერ გავიტანეთ გოლი. ამ ეტაპზე შედეგს არ ააქვს მნიშვნლი, მთავარია შესაბამისად მოვემზადოთ ევროთასებისთვის.

ჩემს ასპარეზობას რაც შეეხება- ნახევარი წელიწადია გუნდში ვარ და არ ველოდი ესე მალე თუ შევეწყობოდი გუნდს. ის რომ დინამოს წევრი ვარ, პასუხისმგებლობას მიორმაგებს. აქ თამაში გარკვეული წნეხიც არის, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას და უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს. გუნდში ძალიან მეგობრული სიტუაციაა. ჩვენი დღევანდელი შესაძლებლობები, რომ შევაფასოდ, ვფიქრობ შეგვწევს უნარი რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024