ხვალ დინამო თბილისი სლოვენიურ შეკრებაზე მეორე სპარინგ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი მეტოქე სლოვენიის პირველობის მესამეადგილოსანი- საფეხბურთო კლუბი დომჟალე იქნება.
დომჟალე 1921 წელს დაარსდა და სლოვენიაში ერთ-ერთ უძველეს კლუბად ითვლება. საშინაო შეხვედრებს ჩვენი მომავალი მეტოქე Domžale Sports Park- ზე მართავს, რომლის ტევადობაც 3000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერებია ყვითელი და ლურჯი. ყაჩაღებმა (დომჟალეს ზედმეტსახელი) ორჯერ 2006/2007 და 2007/2008 წლებში მოიგეს სლოვენიის ჩემპიონატი. 2011 წელს აღმართეს სლოვენიის თასი და ორჯერ მოიპოვეს სლოვენისს სუპერთასი- 2007 და 2011 წლებში.
დომჟალემ 36 შეხვედრაში დაგროვებული 68 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა სლოვენიის ჩემპიონატი. 2 ქულით მას ცელიემ აჯობა, ხოლო პირველზე მარიბორი გავიდა. დომჟალეს სლოვენიელი ფეხბურთის სპეციალისტი- ლუკა ელსნერი წვრთნის. პირველი სპარინგი დომჟალემ სპლიტის ჰაიდუკთან გამართა და 1:3 დამარცხდა.
ხვალინდელი დაპირისპირება სლოვენიის ქალაქ კიდრიჩევოში შედგება და თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება.