17 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატში მერვე ტურში ერთმანეთს ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი დაუპირისპირდება. მესამოცე ქართულ დერბის, რომელიც 15.00 საათზე დაიწყება, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
17 ოქტომბერს დინამო თბილისს თავის ისტორიაში სულ სამი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული და სამივე შეხვედრა სსრკ- ს ჩემპიონატში შედგა.
1960 წელს თბილისელები ერევანში, ადგილობრივ სპარტაკთან ორი უპასუხო გოლით დამარცხდნენ. 1979 წელს დინამოელებმა მოსკოველი თანაკლუბელები მიიღეს და მანუჩარ მაჩაიძის გოლით ფრედ 1:1 ითამაშეს. 1986 წელს მინსკში ადგილობრივმა დინამომ თბილისელებს 4:0 მოუგო.