• Geo
  • Eng
17.10.2015
ფრე ქართულ დერბიში

დღეს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა მესამოცე ქართულ დერბის უმასპინძლა. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. დებიუტში გიორგი ქვილითაიას მიერ საჯარიმოს კუთხიდან საკმაოდ უხერხული დარტყმული რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. მატჩი მაღალ ტემპში გაგრძელდა. მასპინძლებმა რამდენჯერმე სახიფათოდ მოაწოდეს კუთხური სტუმართა კართან. ტაიმის შუაში თბილისელების სწრაფ კონტრშეტევას მათე ცინცაძის კარისკენ დარტყმა მოჰყვა, რომელიც არაზუსტი გამოდგა. საბოლოოდ პირველ ტაიმში აღსანიშნავი სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა. მეორე ნახევარი საშუალო ტემპში განახლდა. 68- ე წუთზე დათა სიჭინავამ ზუსტი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა 1:0. 85- ე წუთზე მათე ცინცაძემ სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი ქვილითაიამ ითამაშა არაზუსტად. მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა, რომლის ბოლო წუთზეც გიორგი ქვილითაიამ ითამაშა ტექნიკურად და შეცვლაზე შემოსული ბაჩანა არაბული ერთი ერთზე გაიყვანა. ბაჩანამ ზუსტი დარტყმით აღადგინა სტატუს ქვო და დერბიც ფრედ 1:1 დასრულდა.

ტორპედო  1:1  დინამო

გოლი: 1:0 სიჭინავა 68’  1:1 არაბული 90+3’ 

გაფრთხილება: რენე 77’  ბაბუნაშვილი 77’  გველესიანი 80’ 

ტორპედო: თევდორაძე, ტაბატაძე, ადამაძე, ჭიჭინაძე (ნერგაძე 65), კახელიშვილი, მამასახლისი, კლიმიაშვილი, სიჭინავა (ბაბუნაშვილი 71), ქიმაძე, კუხიანიძე, კაპანაძე (ფურცხვანიძე 90)

დინამო: ბეგაშვილი, თევზაძე, რენე, გველესიანი, ტვილდიანი, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი (არაბული 71), ჯიღაური (კიტეიშვილი 58), იაშვილი (ლობჟანიძე 66), ქვილითაია

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024