• Geo
  • Eng
22.05.2015
გია გეგუჩაძემ მატჩი შეაფასა

დასრულებული ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ ჩიხურას სამი უპასუხო გოლი გაუტანა, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- გია გეგუჩაძემ მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

გია გეგუჩაძე: პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ სეზონის ბოლოა და ყველა გუნდს სურს სეზონის კარგად ჩამთავრება. აქედან გამომდინარე არ გაგვკვირვებია ჩიხურას წინააღმდეგობა. სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩვენი სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით აღნიშნა და ამისთვის მათ მადლობა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის. ხარვეზები იყო, მაგრამ ერთი რამ ნათლად ჩანს- გუნდს აშკარად აქვს პოტენციალი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024