• Geo
  • Eng
22.05.2015
დინამო vs ჩიხურა - მატჩამდე

უმაღლესი ლიგის 30- ე ტურის შეხვედრას 22 მაისს დინამოელები საკუთარ არენაზე საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი 17.00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდის მეშვეობით იხილავთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ-  2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი გასულ სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. გასულ სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მესამე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ექვსწლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. გასულ სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. იასპარეზა ევროთასებზე, სადაც თავი არ შეურცხვენია. მიმდინარე სეზონში კი გუნდი 29 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 46 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

 

 

დინამომდე ...

ჩემპიონატის მეორე წრე ჩიხურამ რუსთავის მეტალურგთან უგოლო სათასო შეხვედრით გახსნა.  მოჰყვა გამარჯვება სიონთან 2:0 და შედეგიანი ფრე 2:2 ზესტაფონთან. შემდეგ შეხვედრაში ჩიხურა ქობულეთის შუქურასთან დამარცხდა 0:2, რასაც თასზე რუსთავთან 3 უპასუხო ბურთით გამარჯვება მოჰყვა. ჩემპიონატში კი მეტალურგთან ისევ უგოლოდ ითამაშა ჩვენმა მომავალმა მეტოქემ. შემდეგ ჩიხურამ ფოთის კოლხეთი დაამარცხა 5:1 და თავად დამარცხდა დილასთან 1:2. მერანს მოუგოჩიხურამ 2:0, წააგო სამტრედიასთან 0:1, მოუგო 2:1 და დამარცხდა ცხინვალთან 1:3. შემდეგ იყო გამარჯვება ტორპედოსთან 2:1 რასაც ორი მატჩის წაგება, შესაბამისად 0:3 და ბათუმის დინამოსთან 0:1. საჩხერლებმა ზუგდიდთან ითამაშეს ფრედ 1:1 და ზედიზედ ორჯერ იმარჯვეს- გურიასთან და სამტრედიასთან 2:1.

 

 

დინამო VS ჩიხურა

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 11 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა- 7 მოგება, 1 მარცხი და 3 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 32/9 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით - 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეექვსე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯაბა დვალმა დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ ისევ ჰეთ–თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შარშანდელი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ დასრულდა.

ბოლოს გუნდები ერთმანეთს ივანწმინდაში შეხვდნენ. 7 დეკემბერს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 მორჩა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ჩიხურას ფეხბურთელები- თეიმურაზ ღონღაძე და არჩილ ბაჯელიძე გამოტოვებენ. დინამოდან მატჩს თბილისელთა ესპანელი თავდამხმელი მანუელ ონვუ დააკლდება.

 

 

დინამო VS ჩიხურა – მსაჯი

შეხვედრას ჩიხურასთან დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას . კოკაია და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან გ. ყრუაშვილი და ა. ნონიკაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს ამა წლის 9 მაისს საქართველოს პირველობაზე იმსაჯა. დინამო თბილისი დინამო ბათუმს უგოლოდ დაუზავდა. იმ შეხვედრაში დავით ხარიტონაშვილმა ერთი ფეხბურთელი გააფრთხილა.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა, 17 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული- ტორპედო 0:2 შუქურა გახლავთ. აღნიშნულ მატჩში დავით ხარიტონაშვილს ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 117 თამაში / 397 ყვითელი / 18 წითელი / 24 პენალტი

პირველი ლიგა - 17 თამაში / 42 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

მეორე ლიგა - 34 თამაში / 51 ყვითელი / 4 წითელი / 16 პენალტი

საქართველოს თასი - 20 თამაში / 52 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

 

ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ქვილითაია – კაშია, ლიუბჩაკი, ჭელიძე, ჩიკვაიძე – კორიფაძე, ოდიკაძე, დობროვოლსკი, დეკანოიძე, განუგრავა – მუმლაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024