დღეს დინამოელებმა მესამე სპარინგ მატჩი ჩაატარეს. თავიდან დაგეგმილი მეტოქე გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეიცვალა და ჩვენ გუნდს სლოვენიური ზავრჩი დაუპირისპირდა, რომელმაც დასრულებულ პირველობაზე მეხუთე ადგილი დაიკავა. მატჩი ძლიერი წვიმის თანხლებით ჩატარდა და დინამოს გამარჯვებით 2:0 დასრულდა. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ შეხვედრა დინამოს სრული უპირატესობით წარიმართა. მეტოქემ მხოლოდ ერთხელ, პირველი ტაიმის ბოლოს შექმნა სახიფათო მომენტი, როდესაც თავით დარტყმული ბურთი ზემოდან გადაცდა ჰრდლიჩკას კარს. მე- 6 წუთზე თბილისელებმა საგოლე შეტევა წამოიწყეს, ოთარ კიტეიშვილის ძლიერი დარტყმული ძელმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ზუსტად ითამაშა გიორგი ქვილითაიამ და ანგარიში გახსნა 1:0. ტაიმის შუაში გიორგი პაპუნაშვილის დარტყმული მეტოქის კარის ხარიხამ მოიგერია. შემდეგ ზაზა ჭელიძის და ოთარ კიტეიშვილის დარტყმები მოიგერია მეკარემ. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კიტეიშვილმა ზუსტი გადაცემით ქვილითაია მოძებნა, მის დარტყმულს კი ოდნავ დააკლდა სიზუსტე. მეორე ნახევარში მოედანზე ბეგაშვილი, ვოლკოვი, ჭანტურიშვილი, გველესიანი, ტვილდიანი და ჯიღაური გამოვიდნენ. 53- ე წუტზე კიტეიშვილი აგვირგვინებდა დინამოელთა შეტევას, მაგრამ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ჯაბა ჯიღაურის შეტევაც მეტოქის მეკარის ნადავლი გახდა. შემდეგ მცირე ტრავმა მიიღო დავით ვოლკოვმა და მის მაგივრად ზურა ჯაფიაშვილი შემოვიდა მოედანზე. მატჩის ბოლო წუთზე კი ვახო ჭანტურიშვილმა ზუსტი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც ტექნიკური დარტყმით საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
დინამოელები ასრულებენ სლოვენიურ შეკრებას და ხვალ საღამოს გამოეგზავრებიან თბილისში.
დინამო 2:0 ზავრჩი
გოლი: 1:0 ქვილითაია 6’ 2:0 პაპუნაშვილი 90’
დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), კაკაბაძე (ტვილდიანი 60), ჭელიძე, გურული, თოთაძე (გველესიანი 60), ცინცაძე (ჭანტურიშვილი 46), პარუნაშვილი, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 60), ქვილითაია (ვოლკოვი 46, ჯაფიაშვილი 69)