• Geo
  • Eng
09.09.2015
მერანი vs დინამო - ურთიერთშეხვედრები

11 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მარტვილში, ადგილობრივი მერანის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 10- ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა 10 თამაშიდან 6 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 22/10 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული პაექრობა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2015 წლის 11 აპრილს მარტვილში გაიმართა. შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1:1 დამთავრდა. გოლი მარტვილელთა კარში გიორგი პაპუნაშვილიმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024