დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობამ, ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე პირველობის მეცხრე ტურის მატჩი გამართა. თამაზ სამხარაძის გუნდს მეტოქეობა ცხინვალის დუბლებმა გაუწიეს. შეხვედრა, რომელიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. დინამოელებმა პირველი ნახევარი სამი უპასუხო გოლით მოიგეს. ლილუაშვილმა 21- ე წუთზე გახსნა ანგარიში, 37- ე წუთზე მიქელთაძემ ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა, ხოლო ტაიმის ბოლოს ფოჩხუამ ანგარიში 3:0 გახადა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ორჯერ შეამცირეს ანგარიში, მათ შორის კი 64- ე წუთზე დავითაშვილმა მეოთხედ აიღო ცხინვალის კარი. საბოლოოდ შეხვედრა 4:2 დასრულდა. თბილისელები მეათე ტურის მატჩს 2 ნოემბერს საჩხერეში გამართავენ.
დინამო დუბლები 4:2 ცხინვალი დუბლები
დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე, გიორგაძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე (დავითაშვილი 55), კობოური (ხატიაშვილი 81), ნ. ბაშალეიშვილი (აღდგომელაშვილი 70), მ. ბაშალეიშვილი (ერგემლიძე 51), ფოჩხუა, მიქელთაძე, ლილუაშვილი (გაბრიჩიძე 65)