ხვალ დილის 11:00 საათიდან დინამო არენას სალაროებში დაიწყება უეფას ევროპა ლიგის პირველი რაუნდის პირველი მატჩის ბილეთების გაყიდვა. დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე ბილეთების რაოდენობა იქნება შეზღუდული. სულ გაყიდვაში იქნება 8 000 ბილეთი. სალაროები 1 და 2 ივლისს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს. ბილეთის ფასი: 5 ლარი.
მატჩი დინამო თბილისსა და გაბალას შორის 2 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება.