• Geo
  • Eng
30.06.2015
დინამო – გაბალას როი რეინშრეიბერი განსჯის

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი დინამო არენაზე გამართავს და აზერბაიჯანის გაბალას უმასპინძლებს, მოემსახურება მსაჯთა ბრიგადა ისრაელიდან. მთავარი მსაჯი 35 წლის- როი რეინშრეიბერი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- დავიდ ელიაშ ბიტონი და  იდან იარკონი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- ცვი ლევი შეასრულებს. უეფას დელეგატი, კვიპროსელი- გეორგე ფანტაროსი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია შვეიცარიელი- კირილ ციმერმანი.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც როი რეინშრეიბერმა იმსაჯა 25 მაისს, ისრაელის უმაღლეს ლიგაში გამართული მაქაბი ფეთაჰ ტიკვა 1:0 მაქაბი ჰაიფაა. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელებს რვა ყვითელი ბარათი უჩვენა.

შარშან 17 ივლისს რეინშრეიბერმა თურქეთში გამართული ბურსასფორი-ჩიხურას მატჩი იმსაჯა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის როი რეინშრეიბერის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

როი რეინშრეიბერი (35 წლის)

===========================================

ლიგათ ალი - 74 თამაში / 345 ყვითელი / 23 წითელი / 11 პენალტი

ეროვნული თასი - 5 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა ევროპა ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა ახალგაზრდული ჩემპ. ლიგა - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-17 ჩემპიონატი - 5 თამაში / 12 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-19 ჩემპიონატი - 2 თამაში / 5 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024