დინამო თბილისმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალის მეორე შეხვედრაც პირველის დარად- 1:0 მოიგო. ფოთის კოლხეთმა თბილისელებს ლანჩხუთში უმასპინძლა. მატჩის მე- 12 წუთზე გიორგი ქვილითაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და დინამოს მეოთხედფინალის საგზური დაუბევა. დინამო TV გამართული სათასო დაპირისპირების ამსახველ ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.