• Geo
  • Eng
28.05.2015
კახი გოგიჩაიშვილს და მის გუნდს თასის მედლები გადაეცემათ

კლუბის გადაწყვეტილებით კახი გოგიჩაიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს 2014-15 წლების დავით ყიფიანის სქართველოს თასის მედლები გადაეცემათ. კახიმ და მისმა გუნდმა დიდი წვლილი შეიტანეს 26 მაისის წარმატებაში და დასაფასებელია ის შრომა, რაც მათ გუნდისთვის გაწიეს.

 

გასული თასის გათამაშება დინამოსთვის 18 ნოემბერს ქობულეთში, ადგილობრივ შუქურასთან მატჩით დაიწყო, სადაც გიორგი ჩირგაძის და ზვიად მეტრეველის გოლების შემდეგ ანგარიში საბოლოოდ 1:1 დაფიქსირდა. ხოლო ფინალური მატჩი დინამოელებმა თბილისში - მიხეილ მესხის სტადიონზე, სამტრედიას წინააღმდეგ გამართეს და შეხვედრა დინამოს სასასრგებლოდ - 5:0 დასრულდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მსგავსი ანგარიშთა სხვაობა საქართველოს თასის ფინალისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024