• Geo
  • Eng
28.05.2015
ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი დინამოს აკადემიაში

დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში დღეს სტარტი აიღო ნოდარ ახალკაცის სახელობის ტრადიციულმა ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალმა. ტურნირი სამ ასაკში (2004, 2005 და 2006 წელს დაბადებულები) ტარდება და მასში ქართული გუნდების გარდა აზებაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მონაწილეობენ კლუბები. პირველ სათამაშო დღეს დინამოელებმა ორი გამარჯვება მოიპოვეს და ერთხელ დამარცხდნენ. 2006 წლიანების გუნდი ზურაბ ელიავას ხელმძღვანელობით საბურთალოსთან დამარცხდა 3:5. ხვალ მისი გუნდი იუნიორი 2012- ს დაუპირისპირდება. 2005 წლიანების გუნდმა საბურთალოს 6:2 მოუგო. კახა გოგოლაძის გუნდის მეტოქე ხვალ ოლიმპი იქნება. 2004 წლიანები კი სომხეთის ვაჩიკს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 9:0 აჯობეს სტუმრებს. რევაზ გვარაკიძისა და ლევან ჩხაიძის შეგირდები ხვალ ოლიმპიკს შეხვდებიან.

დინამო TV გთავაზობთ სიუჟეტს ფესტივალის გახსნის ცერემონიალიდან და ასევე გოლების კოლაჟს დინამო-ვაჩიკის მატჩიდან.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024