• Geo
  • Eng
28.05.2015
პირველი ექსპერიმენტალური სკოლა სტუმრად დინამოს აკადემიაში

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიას თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მე- 4 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებს მცირე ექსკურსი ჩაუტარდათ აკადემიაში. მოზარდებმა მოინახულეს ფეხბურთელების საცხოვრებელი, სავარჯიშო და მოსასვენებელი ოთახები. ფეხბურთის სპეციალისტებმა მათ მასტერკლასი ჩაუტარეს. სტუმრებმა შემდეგ სათამაშო მოედანზე გადაინაცვლეს და ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად დინამოს თასი გაითამაშეს. მოსწავლეებს სამახსოვროდ დინამოს თასი, დროშა, საკლუბო ვიმპელები და ჟურნალები გადაეცათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024