დინამო არენაზე დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ჩიხურას 2:0 მოუგო, შეხვედრის შესახებ კომენტარი დინამოს მთავარმა მწვრთნელმა- გია გეგუჩაძემ გააკეთა.
გია გეგუჩაძე: მატჩის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რაც ჩვენთვის საყურადღებოა. თამაშის მიმდინარეობა ისეთი გახლდათ, რომ მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შევძელით მატჩის ბოლომდე, მშვიდად ჩამთავრება.