• Geo
  • Eng
21.09.2015
დუბლებმა ზუგდიდთან 5:2 იმარჯვეს

დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დინამოს საწვრთნელმა ბაზამ დუბლების ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთ დინამოს და ზუგდიდის დუბლები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 5:2 დასრულდა. თამაზ სამხარაძის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა სტუმრებს. მე- 16 წუთზე ჯანელიძემ გახსნა ანგარიში, მე-40 წუთზე კი ლილუაშვილმა ორ გოლამდე გაზარდა უპირატესობა. მეორე ტაიმში ხუთი გოლი გავიდა. 52- ე წუთზე ზარიას დარტმა და 3:0. 58- ე და 75- ე წუთებზე ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა 5:0. მატჩის ბოლო წუთებზე სტუმრებმა ორი გოლი გაქვითეს და საბოლოოდ შეხვედრა 5:2 დასრულდა. შემდეგ მატჩს დინამოს სარეზერვო გუნდი 27 სექტემბერს გორში, დილას დუბლებთან გამართავს.

დინამო დუბლები 5:2 ზუგდიდი დუბლები

დინამო დუბლები: გუგეშაშვილი, ტვილდიანი, ქაფიანიძე (კობოური 58), რეხვიაშვილი (ლოჩოშვილი 62), გურული, ნ. ბაშალეიშვილი, ჯანელიძე (ჩაკვეტაძე 70), ზარია, ლობჟანიძე, ვოლკოვი (ფოჩხუა 40), ლილუაშვილი (გაბრიჩიძე 73)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024