• Geo
  • Eng
20.09.2015
დინამო 3:1 ზუგდიდი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული მეხუტე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამოელებმა ზუგდიდს 3:1 აჯობეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და ბესიკ შეროზია წარდგნენ.

 

ბესიკ შეროზია: რაც შეეხება თამაშს- ვიცოდი, რომ მძიმე შეხვედრა იქნებოდა. სეზონი ცუდად დავიწყეთ, ბოლო სათასო მატჩში გორთან კი ვიმარჯვეთ. ამ შეხვედრისთვის მოვამზადეთ რაღაც ნიუანსები, თუმცა შეტევის ფაზაში მოვიკოჭლეთ. დინამომ დამსახურებულად იმარჯვა. დინამოს ეტყობა მწვრთნელის ხელი. გუნდი თამაშობს მობილურ და გააზრებულ ფეხბურთს.

გია გეგუჩაძე: სასიამოვნოა გამარჯვება. მთავარი პრობლემაა, რომ ნაადრევად ვანებებთ თამაშ თავს. ამ გუნდს მეტი პოტენციალი აქვს და ამაზე სამუშაოა. ზუგდიდი პერსპექტიული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და წარმატებებს ვუსურვებ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024