გაბალას ცენტრალურ სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მასპინძლებმა დინამო 2:0 დაამარცხეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და რომან გრიგორჩუკი წარსდგნენ.
გია გეგუჩაძე: პირველ რიგში გაბალას ვულოცავ შემდეგ ეტაპზე გასვლას. მეორეც ვიტყვი, რომ რთულია ორივე მატჩის 10 კაციტ ჩატარება და რეზულტატზე საუბარი. თამაშის სცენარიდან გამომდინარე ვცდილობდით ეფექტური კონტრშეტევების განხორციელებას, მაგრამ ვერ მოვახერხეტ ჩვენი მომენტების რეალიზება. მსაჯობაზე კი პრინციპულად ვერაფერს ვიტყვი, რადგან ვთვლი, რომ რაც მოხდა იმას ვეღარ შევცვლით.
რომან გრიგორჩუკი: ვალდებული ვიყავით, რომ მოგვეგო ეს თამაში და მე ვამაყობ ჩემი გუნდით. მერწმუნეთ ურთულესი თამასი ჩავატარეთ. გავაანალიზეთ პირველ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს გაცილებით უკეთესი გუნდი ვიყავით. ჩვენი გამარჯვება კი ლოგიკური იყო.